ირინა ფუტკარაძე - 2017 წელი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის იყო გრძელვადიანი განვითარებისთვის მომზადების წელი 
ირინა ფუტკარაძე - 2017 წელი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის იყო გრძელვადიანი განვითარებისთვის მომზადების წელი 

2017 წელი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის იყო გრძელვადიანი განვითარებისთვის მომზადების წელი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ირინა ფუტკარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა ფუტკარაძემ დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის ანგარიში წარადგინა.

„წარმოგიდგენთ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის ანგარიშის შესახებ. გადავალ ბიუჯეტის შესრულებაზე, მაგრამ ორიოდე სიტყვით მინდა აღვნიშნო, რომ კანონი გვავალდებულებს, ვიხელმძღვანელოთ ორი მმართველობითი დოკუმენტით – ეს გახლავთ პროგრამული პრიორიტეტები და სამაუწყებლო პოლიტიკა. რაც შეეხება მაუწყებლის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულებას, მოგახსენებთ, რომ 2017 წელი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის იყო გრძელვადიანი განვითარებისთვის მომზადების წელი. კერძოდ, მაუწყებლის ხელმძღვანელობამ მთავარ ამოცანად დაისახა მაუწყებლის ინფრასტრუქტურული გადაიარაღება, განახლება და სრული ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაიარაღება. ამ მიმართულებით შემუშავდა მრავალწლიანი გეგმა, რომლის ნაწილის განხორციელება 2017 წელს მოხერხდა, ხოლო დიდი ნაწილი შემდეგ წლებშია დაგეგმილი. 2017 წელს, წინა წლებთან შედარებით, საშუალო ხარჯებში საინვესტიციო ხარჯების წილი გაორმაგდა და 11%-ს მიაღწია და მომდევნო წლების ამ მაჩვენებლის 20%-ის დონეზე აყვანაა დაგეგმილი”, – განაცხდა ფუტკარაძემ.

მისივე თქმით, 2017 წელს მიღებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის მომზადდა  ტელევიზიის ტექნიკური გადაიარაღების გეგმა, ასევე საბოლოოდ მიღებულია გადაწყვეტილება ტელევიზიის ახალი შენობის მშენებლობის შესახებ.

„დაიწყო ტელევიზიის ახალი შენობის დაპროექტების სამუშაოები. გადაწყდა ტელევიზიის გადატანა სხვა მისამართზე. ახალი შენობის მშენებლობისთვის ტელევიზიას სახელმწიფოსგან სარგებლობაში გადაეცა ორი ჰექტარი მიწა, განახლდა ავტოპარკი, ტელევიზიის კამერა პარკი, დაიწყო რეგიონული ოფისების ქსელის შექმნა. შესაბამისად, 2017 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იყო ამ საკითხების გადაჭრაზე. გარდა ამისა, პარალელურ რეჟიმში გაგრძელდა კონტენტის გაძლიერება სხვადასხვა პროექტებით. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირინა ფუტკარაძემ დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2017 წლის ანგარიში წარადგინა”, – განაცხადა ფუტკარაძემ.