ირინა ფრუიძე - საქართველოს განვითარების ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტში უმცირესობის მიერ მართული საგამოძიებო კომისია იქმნება
ირინა ფრუიძე - საქართველოს განვითარების ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტში უმცირესობის მიერ მართული საგამოძიებო კომისია იქმნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირინა ფრუიძე აცხადებს, რომ უპრეცედენტო ნაბიჯია, რომ პარლამენტმა შექმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც უმცირესობის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.

როგორც ირინა ფრიუძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ხორავა ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვებს, რომელიც საზოგადოებაშია დაგროვილი, პასუხი უნდა გაეცეს.

“ეს არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტში უმცირესობის მიერ მართული საგამოძიებო კომისია იქმნება. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯია არა მარტო იმისთვის, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა გამოიძიოს საგამოძიებო კომისიამ, არამედ ზოგადად საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ვფიქრობ, რომ ყველა პირს, რომელიც მონაწილეობდა ძალიან მტკივნეული და სენსიტიური საკითხის გამოძიებაში, ალბათ, კომისია გამოკითხავს და მათგან მიიღებს ინფორმაციას. ეს უკვე არის კომისიის სამუშაო მეთოდოლოგია. კომისია უშუალოდ გადაწყვეტს ვისთან ექნება გასაუბრება და რა მასალების შესწავლა იქნება საჭირო, რათა მათ მაქსიმალურად ობიექტურად შეაფასონ მოცემული მდგომარეობა”, – განაცხადა ფრუიძემ.