ირინა აბულაძე - პირველკლასელთა მშობლებს შესაძლოა, სკოლაში აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწიოთ
ირინა აბულაძე - პირველკლასელთა მშობლებს შესაძლოა, სკოლაში აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწიოთ

პირველკლასელთა მშობლებს შესაძლოა, სკოლაში აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწიოთ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა.

როგორც აბულაძემ განმარტა, პირველ ეტაპზე მშობლებს აცრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა არ უწევთ, თუმცა, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, 2019 წლის ივნისიდან ამის საჭიროება დადგება.

„ამ ეტაპზე ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, იმ ფაქტის გამო, რომ გამძვინვარებული იყო წითელას ეპიდემია, დავაგზავნეთ წერილები რეკომენდაციით, რომ სკოლებმა მოითხოვონ დოკუმენტაცია მშობლებისგან აცრებთან დაკავშირებით, მაგრამ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ივნისიდან შედის ძალაში აცრების სავალდებულობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კანონის ამოქმედების შემდეგ რა ვალდებულებებიც გვექნება ჩვენ, განათლების სისტემასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს დოკუმენტაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით, რასაც აუცილებლად ვაცნობებთ მშობლებს. კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2019 წლის ივნისი, შესაბამისად, კანონის ვალდებულებების ამოქმედებაც მასშია გაწერილი და დარეგულირებული“, – განაცხადა აბულაძემ.