„ირიაომ" ევროვიზია 2018-ის საკონკურსო სიმღერა ისრაელში შეასრულა

ისრაელის დედაქალაქში, ღია ცის ქვეშ, სან რაბათზე, ჯგუფმა “ირიაომ” ევროვიზია 2018-ის საკონკურსო სიმღერა შეასრულა.

პრომოტურის ფარგლებში გამართულ შოუში მონაწილეობა 23 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო.

ქართული ეთნო ჯაზ-ბენდის გამოსვლას მაყურებელი დიდი ოვაციებით შეხვდა.

მუსიკოსები თბილისში ხვალ დაბრუნდებიან.

გუშინ, ევროვიზია 2018-ის ფეისბუქ გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში საქართველომ ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა და პირველ ადგილზეა. ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა კონკურსის მონაწილე ქვეყნების გულშემატკივრებს შეეძლოთ.

საქართველოს ეთნო ჯაზ-ბენდი „ირიაო“ ევროვიზიის მეორე ნახევარფინალურ ტურში 10 მაისს წარადგენს, სიმღერით „შენი გულისთვის“.

კონკურსი წელს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ტარდება და მასში მონაწილეობას 43 ქვეყანა მიიღებს.