„ირიაო“-ს წევრები დღეს ისრაელში გაემგზავრებიან
„ირიაო“-ს წევრები დღეს ისრაელში გაემგზავრებიან

ეთნო ჯაზ-ბენდ „ირიაო“-ს წევრები, ევროვიზია 2018 წლის ქართველი კონკურსანტები დღეს ისრაელში გაემგზავრებიან, სადაც კონკურსის წინასამზადისის ფარგლებში გამართულ მიღებაზე საკონკურსო სიმღერას პირველად შეასრულებენ.

ირიაო“-ს წევრებმა ​სიმღერა ებრაულ ენაზეც მოამზადეს, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას შეასრულებენ.

საქართველოს ეთნო ჯაზ-ბენდი „ირიაო“ ევროვიზიის მეორე ნახევარფინალურ ტურში 10 მაისს წარადგენს, სიმღერით „შენი გულისთვის“.

კონკურსი წელს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ტარდება და მასში მონაწილეობას 43 ქვეყანა მიიღებს.