IRI - საქართველოში „ოდნოკლასნიკის“ პოპულარობა სამ პროცენტამდე შემცირდა
IRI - საქართველოში „ოდნოკლასნიკის“ პოპულარობა სამ პროცენტამდე შემცირდა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 2016 წლის მარტში ჩატარებულ კვლევაში გამოკითხულთა 32 პროცენტი აცხადებდა, რომ რუსული სოციალური ქსელის „ოდნოკლასნიკის“ (odnoklasniki) ხშირი მომხმარებელი იყო. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 16 პროცენტამდე, 2018 წელს კი ცხრა პროცენტამდე შემცირდა. ახალი კვლევის მიხედვით კი odnoklasniki-ს პოპულარობა სამ პროცენტამდეა შემცირებული.

ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი საქართველოში კვლავ „ფეისბუქია“, რომელსაც ხშირად გამოკითხულთა 89 პროცენტი იყენებს. ამასთან, წინა კვლევებისგან განსხვავებით, რეიტინგის მეორე პოზიციაზეა „ინსტაგრამი“ – 16 პროცენტით.

IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.