IRI-ს პრეზიდენტი - რამდენადაც ძლიერი იქნება ქართული დემოკრატია, მით უკეთ შეძლებს საქართველო უსაფრთხოების უზრუნველყოფას
IRI-ს პრეზიდენტი - რამდენადაც ძლიერი იქნება ქართული დემოკრატია, მით უკეთ შეძლებს საქართველო უსაფრთხოების უზრუნველყოფას

საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსა და რეფორმების ხელშეწყობაზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელს შორის გამართულ შეხვედრაზე.

IRI-ს პრეზიდენტს, დენიელ ტვინინგს ირაკლი კობახიძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

დენიელ ტვინინგის თქმით, ერთსაათიანი შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, ასევე იმ სამუშაოს, რომელსაც IRI ეწევა საქართველოში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის მიზნით.

„ვისაუბრეთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების უამრავ მიმართულებაზე, მათ შორის იმ სამუშაოზე, რომელსაც IRI ეწევა საქართველოში პარტნიორების, ყველა პოლიტიკური მხარის, მათ შორის ოპოზიციაში ჩვენი მეგობრების მხარდასაჭერად. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ძლიერი, გახსნილი, ეფექტური დემოკრატია არის უსაფრთხოების ყველაზე უკეთესი საშუალება საერთაშორისო გამოწვევების წინააღმდეგ. რამდენადაც ძლიერი, ინკლუზიური იქნება ქართული დემოკრატია ძალთა ბალანსით, კანონის უზენაესობით, გამჭვირვალობით, მით უკეთ შეძლებს საქართველო საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, – განცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ IRI-ს პრეზიდენტმა, დენიელ ტვინინგმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.