IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 26% რუსეთთან დიალოგს სრულად უჭერს მხარს, 34% კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 26% რუსეთთან დიალოგს სრულად უჭერს მხარს, 34% კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება

IRI-ს კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით რუსეთთან სამომავლო დიალოგს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: სრულად ვუჭერ მხარს – 26%; ნაწილობრივ ვუჭერ მხარს – 27%; ნაწილობრივ ვეწინააღმდეგები – 9%; კატეგორიულად ვეწინააღმდეგები – 34%.

კითხვაზე, „როგორ შეაფასებთ საქართველოს არსებული ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობების გამკლავებას“, პასუხები ასეთია: ძალიან დადებითად -10%; ნაწილობრივ დადებითად – 30%;  ნაწილობრივ უარყოფითად – 20%; ძალიან უარყოფითად – 30%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 10%.

ამასთან, IRI-ს კითხვაზე „საქართველოს რუსეთთან არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით, რამდენად დაცულად გრძნობთ თავს საქართველოში ცხოვრებით“, პასუხები შემდეგია: ძალიან დაცულად – 15%; უფრო დაცულად, ვიდრე დაუცველად – 39%; უფრო მეტად დაუცველად, ვიდრე დაცულად – 33%; ძალიან დაუცველად -11%.

შეკითხვაზე, „როგორ ფიქრობთ, რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დასრულდა თუ კვლავ გრძელდება“, პასუხები ასეთია: დასრულდა და აღარ განახლდება – 5%; დასრულდა, მაგრამ, ჩანს, კვლავ განახლდება – 17%; კვლავ გრძელდება – 76%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 3%.

ასევე, IRI-ს კითხვაზე, „თქვენი შეფასებით, რა არის არსებული ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი“, პასუხები ასე გადანაწილდა: პროდასავლური – 17%; უფრო მეტად პროდასავლური, ვიდრე პრორუსული – 21%; უფრო მეტად პრორუსული, ვიდრე პროდასავლური – 20%; პრორუსული – 25%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 17%.

კითხვაზე, „მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან“, პასუხები ასეთია: ძლიერად ვუჭერ მხარს – 23%; ნაწილობრივ ვუჭერ მხარს – 25%; ნაწილობრივ ვეწინააღმდეგები – 12%; კატეგორიულად ვეწინააღმდეგები – 34%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 6%.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%-ს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.