IRI - პოლიტიკოსთა რეიტინგში დავით ბაქრაძე, კახა კალაძე და გრიგოლ ვაშაძე ლიდერობენ
IRI - პოლიტიკოსთა რეიტინგში დავით ბაქრაძე, კახა კალაძე და გრიგოლ ვაშაძე ლიდერობენ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალ კვლევაში დაინტერესდა, რა დამოკიდებულება აქვთ ამა თუ იმ პოლიტიკოსების მიმართ მოქალაქეებს.

რეიტინგის სათავეში „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძეა – დადებითი 59%, უარყოფითი 34%, არ მსმენია 1%, არ ვიცი 6%.

მეორე ადგილზე თბილისი მერი კახა კალაძეა – დადებითი 49%, უარყოფითი 43%, არ მსმენია 1%, არ ვიცი 6%.

მესამე პოზიციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძეა – დადებითი 48%, უარყოფითი 43%, არ მსმენია 1%, არ ვიცი 8%.

შემდეგ მოდიან დავით უსუფაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი, გიორგი გახარია, მამუკა ბახტაძე, სალომე ზურაბიშვილი, გიორგი ვაშაძე.

ბიძინა ივანიშვილი რეიტინგში მე-11 ადგილზეა შემდეგი შეფასებებით – დადებითი 35%, უარყოფითი 57%, არ ვიცი 8%.

IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.