IRI-ის კვლევის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას „ძალიან უჭერს მხარს“ 43%, „კატეგორიულად ეწინააღმდეგება“ 26%, 37% კი მიიჩნევს, რომ სრულად უნდა მოიხადოს სასჯელი
IRI-ის კვლევის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას „ძალიან უჭერს მხარს“ 43%, „კატეგორიულად ეწინააღმდეგება“ 26%, 37% კი მიიჩნევს, რომ სრულად უნდა მოიხადოს სასჯელი

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 87 პროცენტს სმენია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ.

კითხვაზე, გსმენიათ თუ არა რამე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: დიახ – 87%; დიახ, თუმცა ბევრი არაფერი ვიცი – 10%; არა – 2%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 1%.

ამასთან, კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არ უჭერთ მოსაზრებას, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვა ქვეყანაში გადაიყვანონ სამედიცინო მკურნალობისთვის, პასუხი შემდეგნაირია: ძალიან ვუჭერ მხარს – 43%; გარკვეულწილად ვუჭერ მხარს – 18%; გარკვეულწილად ვეწინააღმდეგები – 7%; კატეგორიულად ვეწინააღმდეგები – 26%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 6%.

ასევე, IRI-მ გამოკითხულ მოქალაქეებს შემდეგი კითხვა დაუსვა – „გთხოვთ წაიკითხეთ შემდეგი წინადადებები და აირჩიეთ, რომელიც ყველაზე ახლოს გამოხატავს თქვენს მოსაზრებას“, რაზეც პასუხები შემდეგია: მიხეილ სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს სასჯელი საქართველოში, მიიღოს სამედიცინო მკურნალობა ქართულ ციხეში – 37%; მიხეილ სააკაშვილის სასჯელი უნდა გადავადდეს, მიეცეს მას საშუალება სხვა ქვეყანაში გაემგზავროს სამედიცინო მკურნალობის მისაღებად და გამოჯანმრთელების მერე დაბრუნდეს სასჯელის სრულად მოსახდელად – 25%; მიხეილ სააკაშვილი უნდა იქნას შეწყალებული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჰუმანიტარული მოტივით – 31%; არ ვიცი/უარი პასუხზე – 7%.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%-ს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.