IRI-ის კვლევა - გამოკითხულთა 45% ამბობს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს
IRI-ის კვლევა - გამოკითხულთა 45% ამბობს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევით, იზრდება საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც COVID-19-ის ვაქცინის გაკეთების წინააღმდეგი არიან. გამოკითხვის მიხედვით, მოქალაქეების 45% ამბობს, რომ არ გაიკეთებს ვაქცინას. ეს მაჩვენებელი, 2021 წლის თებერვლის კვლევასთან შედარებით 6 ნიშნულითაა გაზრდილი.

„ეს ხაზს უსვამს, ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდის მიზნით, მთავრობის მხრიდან საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიის ჩატარების აუცილებლობას. კამპანიის მსვლელობასთან ერთად, მეტი უნდა გაკეთდეს საქართველოს მოქალაქეების დასარწმუნებლად, რომ ვაქცინა უსაფრთხოა“, – განაცხადა სტივენ ნიქსმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

დატოვე კომენტარი