IRI - ინსტიტუციებს შორის მაღალი რეიტინგი ეკლესიას, ჯარსა და მედიას აქვს
IRI - ინსტიტუციებს შორის მაღალი რეიტინგი ეკლესიას, ჯარსა და მედიას აქვს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 84 პროცენტი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 8 პროცენტი უარყოფითად.

დადებითი შეფასების მხრივ 83 პროცენტით მეორე ადგილზეა ქართული ჯარი; მესამეზე კი 68 პროცენტით  – ქართული მედია. აქვე 10 პროცენტი ჯარის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, ხოლო მედიის საქმიანობას კი, უარყოფითი შეფასება 27 პროცენტმა მისცა.

ამასთან, 50 პროცენტიანი დადებითი შეფასებით მეოთხე ადგილზეა პოლიცია, მეხუთეზე კი, 49 პროცენტით საჯარო განათლების სისტემა. ამასთან, პოლიციის საქმიაობას უარყოფითად გამოკითხულთა 43 პროცენტი აფასებს, ხოლო განათლების სისტემის – 42 პროცენტი.

კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს 1 500 მოქალაქე. რესპონდენტთა​ გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.