IRI - გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ არავითარ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ქართულ ოცნებას“ 34 პროცენტი ასახელებს
IRI - გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ არავითარ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ქართულ ოცნებას“ 34 პროცენტი ასახელებს

IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ არავითარ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ – 13%; „ევროპული საქართველო, გიგა ბოკერია“ – 13%; „ლეიბორისტული პარტია, შალვა ნათელაშვილი“ – 8%; „სტრატეგია აღმაშენებელი, გიორგი ვაშაძე“ – 7%; „დროა, ელენე ხოშტარია“ – 7%; „ლელო“ – 6%; „ხალხის ძალა“ – 5%; „გიორგი გახარია საქართველოსთვის“ -4%; „მოქალაქეეები – ალეკო ელისაშვილი“ – 3%; „ხალხისთვის – ანა დოლიძე“ – 1%; სხვა – 1%;

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%-ს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.