IRI აცხადებს, რომ ორგანიზაციას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები არ გაუსაჯაროებია
IRI აცხადებს, რომ ორგანიზაციას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები არ გაუსაჯაროებია

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI) აცხადებს, რომ ორგანიზაციას საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები არ გაუსაჯაროებია.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მედიისთვის იქნა მიწოდებული, განხორციელებულია ორგანიზაციის თანხმობის გარეშე.

„საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ახლახანს ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოს მასშტაბით. ორგანიზაციას ამ დროისთვის არ გაუსაჯაროებია კვლევის შედეგები, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მედიისთვის იქნა მიწოდებული, განხორციელებულია ორგანიზაციის თანხმობის გარეშე. ჩვენ ვერ გავაკეთებთ კომენტარს სანამ არ გავასაჯაროებთ კვლევის ოფიციალურ ვერსიას“,- აღნიშნულია IRI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ფეისბუქგვერდზე.