IRI აცხადებს, რომ ორგანიზაციას დღეს არანაირი კვლევის შედეგი არ გაუვრცელებია
IRI აცხადებს, რომ ორგანიზაციას დღეს არანაირი კვლევის შედეგი არ გაუვრცელებია

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI) საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

როგორც „საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში“ საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ორგანიზაციას დღეს არანაირი კვლევის შედეგები არ გაუვრცელებია.

„საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს“ დღეს არანაირი კვლევის შედეგი არ გაუვრცელებია“,- აცხადებენ ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნება უახლოეს დღეებში იგეგმება, ამ ეტაპზე კი, კვლევის შედეგებს პოლიტიკურ პარტიებს აცნობენ.

ამასთან, „საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში“ ვარაუდობენ, რომ რამდენიმე მედიაში კვლევის შედეგები სწორედ პოლიტიკური პარტიებისგან გახდა ცნობილი.