ირანულმა ნავთობმზიდმა ტანკერმა გიბრალტარი დატოვა
ირანულმა ნავთობმზიდმა ტანკერმა გიბრალტარი დატოვა

ირანულმა ნავთობმზიდმა ტანკერმა გიბრალტარი დატოვა. ხომალდი ამჟამად პირინეის ნახევარკუნძულისა და მაროკოს გამყოფი არხისკენ მიემართება.

ამასთან, ჯერ უცნობი რჩება კონკრეტულად საით აქვს ხომალდს გეზი აღებული.

ნავთობმზიდი “გრეის 1” ივლისის დასაწყისში დააკავეს. მას 2,1 მილიონი ბარელი ნავთობი გადააქვს. გემის ეკიპაჟს სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ ირანული ნავთობი სირიაში გადაჰქონდათ.

გასულ კვირას გიბრალტარის ხელისუფლებამ ტანკერი გაათავისუფლა. ვაშინგტონის მოთხოვნის მიუხედავად, ხომალდი მეორედ აღარ დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ “გრეის 1”-ის დაკავების პარალელურად ორმუზის სრუტეში დააპატიმრეს ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობმზიდი, რომელიც ამ დრომდე ირანში რჩება.