ირანული მედიის ცნობით, სავარაუდო მტრული სამიზნის აღმოჩენის შემდეგ ირანის დედაქალაქ თეირანის ზოგიერთ ნაწილში საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა

22:11, 23.04.2026

სავარაუდო მტრული სამიზნის აღმოჩენის შემდეგ ირანის დედაქალაქ თეირანის ზოგიერთ ნაწილში საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა, – ინფორმაციას ირანის საინფორმაციო სააგენტოები Mehr-ი და ⁠Nour News-ი ავრცელებენ.

მათივე ცნობით, სისტემების გააქტიურება საფრთხეზე რეაგირებისა და სარაკეტო თავდასხმის განეიტრალების მიზნით განხორციელდა.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, IRNA-ს ცნობით, საჰაერო განაგაშის ხმა თეირანის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში ისმის.

ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ თეირანში მცხოვრებმა რამდენიმე პირმა მათ განუცხადა, რომ მათ, სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების ხმა ესმით.

 

მსგავსი