ირანული მედიის ცნობით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა კუნძულ ქეშმთან ამერიკული MQ-9 დრონი ჩამოაგდეს

11:53, 16.09.2026

ირანული მედიის თანახმად, ქვეყნის საჰაერო ძალებმა კუნძულ ქეშმთან ამერიკული MQ-9 დრონი ჩამოაგდეს. ირანული მედია წერს, რომ ეს არის რიგიღ 52-ე მსგავსი ტიპის დრონი, რომლის განადგურება ქვეყნის არმიამ შეძლო.

ირანული მედიის მიხედვით, ეს განხორციელდა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) საჰაერო-კოსმოსური ძალების მიერ მართული, თანამედროვე და დახვეწილი საჰაერო თავდაცვის სისტემის ცეცხლით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ერთიანი ქსელის სრული კონტროლის ქვეშ.

ირანში ამბობენ, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ წამოწყებული მესამე ომის (ე.წ. რამადანის ომის) მიმდინარეობისას, ირანის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებმა ჩამოაგდეს ასობით შეჭრილი დრონი, მათ შორის „ლუკასის“ (Lucas), „ჰერმესის“ (Hermes), MQ-1-ისა და MQ-9-ის ტიპის საფრენი აპარატები.

მსგავსი