ირანული მედიის ცნობით, ირანში პოლიციის მანქანებზე თავდასხმისას, სულ მცირე, ხუთი სამართალდამცველი მოკლეს

15:59, 22.08.2025

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში პოლიციის საპატრულო მანქანებზე თავდასხმისას, სულ მცირე, ხუთი სამართალდამცველი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.

დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი პოლიციის ორ მანქანას გაუხსნეს. შემთხვევა სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციაში მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიმდინარეობს თავდამსხმელებისა გამოვლენისა და დაკავების ოპერაცია.

სამართალდამცველები მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებენ.

მსგავსი