ირანული მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა

11:08, 25.02.2020

ირანული მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა.

შესაბამისად ირანში „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანში ინფიცირებულთა რიცხვი 61-ს აღწევს.

24 თებერვლას გავრცელდა ცნობა, რომ ირანში კორონავირუსით 50 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.

მსგავსი