ირანული მედიის ცნობით, აიათოლა ხამენეის მრჩეველი კორონავირუსით გარდაიცვალა
ირანული მედიის ცნობით, აიათოლა ხამენეის მრჩეველი კორონავირუსით გარდაიცვალა

ირანული მედიის ცნობით, აიათოლა ხამენეის მრჩეველი კორონავირუსით გარდაიცვალა. ირანული რადიოსადგურის ინფორმაციით, ვირუსს ემსხვერპლა 71 წლის მოჰამედ მირმოჰამედი, რომელიც ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.

აღნიშნული საბჭოს წევრები პერიოდულად ხვდებიან აიათოლა ხამენეის და შიდა დავების გადაწყვეტაში ეხმარებიან.

ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 40-ს აჭარბებს, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი 600-ს უახლოვდება.