ირანული მედია – თეირანში ბენზინგასამართი სადგურების ნაწილი საწვავის დეფიციტის გამო დროებით დახურულია, ნაწილთან კი გრძელი რიგები დგას
ირანული მედიის ცნობით, უკვე მეორე დღეა, თეირანში ბენზინგასამართი სადგურების ნაწილი საწვავის დეფიციტის გამო დროებით დახურულია, ნაწილთან კი გრძელი რიგები დგას.
ირანის ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ საწვავის მიწოდების ჯაჭვი სტაბილურია და გრძელი რიგების მიზეზი მცდარი ინფორმაციის გავრცელების შედეგად მოქალაქეებში გამოწვეული პანიკის შედეგია.
სოციალური მედიის მომხმარებლები საუბრობენ, რომ საწვავი დეფიციტი თეირანის გარეუბნებშიც და მაზენდარანისა და ფარსის პროვინციებშიც შეინიშნება.
ეს ყველაფერი აშშ-ს მხრიდან ირანის წინააღმდეგ მიმართული ბლოკადის, ინფლაციის კიდევ უფრო ზრდისა და ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე აშშ-ს მიერ მარტსა და ივლისში მიტანილი დარტყმების ფონზე ხდება.