ირანული მედია მოჯტაბა ხამენეის ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს, თუმცა უცნობია, როდის არის გადაღებული აღნიშნული ვიდეომასალა
ირანულმა მედიამ სულიერი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ის რამდენიმე ადამიანის გარემოცვაში იმყოფება.
მედიას არ დაუკონკრეტებია, როდის არის გადაღებული ეს კადრები.
აღსანიშნავია, რომ 28 თებერვალს მამის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ, რა დროსაც, გავრცელებული ცნობით, მოჯტაბა ხამენეიც ფეხის არეში დაშავდა, ის ახალ სულიერ ლიდერად დაინიშნა, თუმცა ამ დრომდე საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა.