ირანული მედია - ისრაელის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით, ირანში ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს
ირანული მედია - ისრაელის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით, ირანში ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს

ისრაელის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით, ირანში ერთი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.

ირანული მედიის ინფორმაციით, მამაკაცი, სახელად მოჰსენ ლანგარნეშინი, ოპერატიულ და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევდა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ პოლკოვნიკის, საიად ხოდაის მკვლელობას.

ირანული მედიის თანახმად, მოჰსენ ლანგარნეშინი ისრაელის დაზვერვის სამსახურმა, „მოსადმა“ 2020 წლის ოქტომბერში დაიქირავა და პირველი ოპერაცია 2021 წლის იანვარში, სხვადასხვა სწავლების გავლის შემდეგ ჩაატარა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისრაელი ირან-აშშ-ის ბირთვული მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.