ირანული მედია – ირანში საჰაერო სივრცე ნაწილობრივ გაიხსნა, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის თავზე საჰაერო მარშრუტები საერთაშორისო რეისებისთვის ღიაა

12:43, 18.04.2026

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ცნობით, ირანმა საჰაერო სივრცე ნაწილობრივ გახსნა.

ამასთან, ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ორგანომ გაავრცელა შეტყობინება, რომ საჰაერო სივრცე და რამდენიმე აეროპორტი ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან გაიხსნა, ავიარეისები კი ეტაპობრივად აღდგება.

IRNA-ს ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის თავზე საჰაერო მარშრუტები საერთაშორისო რეისებისთვის ღიაა.

ცნობისთვის, ირანის თავზე საჰაერო სივრცე მას შემდეგ დაიკეტა, რაც 28 თებერვალს აშშ-ისრაელის ერთობლივი თავდასხმები დაიწყო.

მსგავსი