ირანული მედია - ირანის სადაზვერვო სამსახურმა მოიპოვა ისრაელის მთავრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები, რომელთა ნაწილი ისრაელის ბირთვულ ობიექტებს ეხება
ირანის სადაზვერვო სამსახურმა მოიპოვა ისრაელის მთავრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები, რომელთა ნაწილი ისრაელის ბირთვულ ობიექტებს ეხება, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტების მოპოვების ოპერაცია გარკვეული დროის წინ ჩატარდა, დოკუმენტების უზარმაზარი მოცულობა და მთელი ტვირთის ქვეყანაში უსაფრთხოდ ტრანსპორტირების აუცილებლობა იყო მიზეზი, რათა თავიდან აეცილებინათ ამ ინფორმაციის გამოქვეყნება, ვიდრე უზრუნველყოფდნენ, რომ ყველა მათგანი მიაღწევდა დანიშნულ დაცულ ადგილებში.
ანგარიშის თანახმად, მონაცემთა შეგროვება საიდუმლო ოპერაციის დროს მოხდა და მოიცავდა უზარმაზარ მასალას, მათ შორის დოკუმენტებს, ფოტოებსა და ვიდეოებს.