ირანული მედია – ირანის ფორდოს გამდიდრების ობიექტში ადრე შენახული ურანის უმეტესი ნაწილი სხვა ადგილას გადაიტანეს

13:47, 22.06.2025

ირანის ფორდოს გამდიდრების ობიექტში ადრე შენახული ურანის უმეტესი ნაწილი სხვა ადგილას გადაიტანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ქვეყნის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანული მედია წერს, რომ ეს ნაბიჯი დაძაბულობის ესკალაციისა და ირანის ბირთვულ ობიექტებზე, მათ შორის ფორდოზე, აშშ-ის ბოლოდროინდელი დარტყმების ფონზე გადაიდგა.

წყარო გადაადგილებული ურანის ზუსტ ადგილმდებარეობას არ აკონკრეტებს.

მსგავსი