ირანული მედია – ირანელმა სამხედროებმა ინდოეთის ოკეანეში აშშ-ის სამხედრო გემი დაბომბეს

13:13, 04.03.2026

ირანელმა სამხედროებმა ინდოეთის ოკეანეში აშშ-ის სამხედრო გემი დაბომბეს, – ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას.

გავრცელებული ცნობით, სამხედრო გემი საწვავით იტვირთებოდა ამერიკული ტანკერიდან, რომელიც ირანის სანაპიროდან 650 კილომეტრში იმყოფება.

ირანული მედიის თანახმად, „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სამხედროებმა ამერიკულ გემს Qadr-360-ისა და Talaeiyeh-ის რაკეტებით დაარტყეს. ირანული დაზვერვის მონაცემებით, გემბანზე ძლიერი ხანძარი იყო.

მსგავსი