ირანული მედია - გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია 4-9 ივლისს გაიმართება, მას ქალაქ მაჰშადში, შიიტი მუსლიმებისთვის ერთ-ერთ წმინდა ადგილას დაკრძალავენ
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის გარდაცვლილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის მომდევნო თვეში დაკრძალავენ. მისი დაკრძალვის ცერემონია ირანის დედაქალაქში, თეირანში 4 ივლისს დაიწყება და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშჰადში 9 ივლისს დასრულდება.
როგორც ცნობილია, ხამენეის ცხედარს მაშჰადში იმამ რეზას სალოცავში დაკრძალავენ, რომელიც შიიტი მუსლიმებისთვის ერთ-ერთი უწმინდესი ადგილია.
ცნობისთვის, აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი შეტევის პირველ დღეს დაიღუპა, როდესაც თეირანში მის რეზიდენციაზე თავდასხმა განხორციელდა. სულიერი ლიდერის დაკრძალვა საომარი მოქმედებების გამო გადაიდო.
ალი ხამენეის მემკვიდრე მისი ვაჟი – მოჯტაბა ხამენეი გახდა, რომელიც თანამდებობის დაკავების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა.