ირანული მედია – დაზვერვის სამინისტრომ ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქერმანში „მოსადის“ 21 დაქირავებული წევრი და ოთხი შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფება დააკავა

20:29, 06.08.2026

ირანული მედიის თანახმად, ქვეყნის დაზვერვის სამინისტრომ ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქერმანში ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, „მოსადის“ 21 დაქირავებული წევრი და ოთხი შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფება დააკავა.

გავრცელებული ცნობით, ამ დაქირავებულებმა შეაგროვეს ინფორმაცია სამხედრო და თავდაცვის სფეროების მგრძნობიარე და კლასიფიცირებული ცენტრებიდან და გადასცეს ისრაელის სადაზვერვო სამსახურს.

ირანის სამინისტროს სადაზვერვო ძალებმა ასევე გამოავლინეს და დააკავეს პროვინციაში შეიარაღებული დამნაშავეები, რომელთანაც აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა.

მსგავსი