ირანული მედია – ჩეჩნეთის სამხედრო ნაწილებმა გამოაცხადეს მზადყოფნა, განლაგდნენ ირანში, რათა მხარი დაუჭირონ ირანის შეიარაღებულ ძალებს აშშ-ის სახმელეთო შეჭრის შემთხვევაში

13:05, 31.03.2026

ჩეჩნეთის სამხედრო ნაწილებმა გამოაცხადეს მზადყოფნა, განლაგდნენ ირანში, რათა მხარი დაუჭირონ ირანის შეიარაღებულ ძალებს აშშ-ის სახმელეთო შეჭრის შემთხვევაში.

ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს, რომლის თანახმად, რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის ერთგული ძალები ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმდინარე ამერიკა-ისრაელის ომს რელიგიურ ომს უწოდებენ.

ისინი თავიანთ შესაძლო პირდაპირ ჩარევას აღწერენ, როგორც ჯიჰადს ირანის ისლამური რესპუბლიკის დასაცავად.

მსგავსი