ირანთან ვაჭრობის გამო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ერაყს სანქციებით დაემუქრა
ირანთან ვაჭრობის გამო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ერაყს სანქციებით დაემუქრა

ირანთან ვაჭრობის გამო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ერაყს სანქციებით დაემუქრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჰიზერ ნაუერტმა ერაყის პრემიერ-მინისტრის განცხადებებზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სანქციების რეჟიმის დამრღვევს სანქციები შესაძლოა, თავადაც შეეხოს.

„თქვენ იცით ჩვენი შეშფოთება ირანთან ვაჭრობასთან დაკავშირებით. კვლავ დავაკისრებთ პასუხისმგებლობას ქვეყნებს, სანქციების რეჟიმის ნებისმიერი დარღვევისთვის“, – აღნიშნა ნაუერტმა.

13 აგვისტოს ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ თქვა, რომ ოფიციალური ბაღდადი ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ნაწილობრივ იცავს, რაც თეირანთან დოლარში ვაჭრობაზე უარის თქმას გულისხმობს.