ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა 
ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა 

ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა. ირანული მედიის ინფორმაციით, ყველაზე დიდი მსხვერპლი ფარსის პროვინციაშია, სადაც ამ დროისთვის 21 ადამიანის დაღუპვა დასტურდება.

15 ადამიანია დაღუპული ლორესტანის პროვინციაში.

ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში მოსახლეობის ნაწილს ჰუმანიტარული დახმარება ჯერ კიდევ ესაჭიროება. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია არმიის დანაყოფებიც. რამდენიმე რეგიონში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ავიაციის დახმარებით, ილამის პოვინციაში 200-მდე ადამიანი გადაარჩინა.