ირანში ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელსაც სტუდენტებიც შეუერთდნენ
ირანში ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელსაც სტუდენტებიც შეუერთდნენ

ირანში ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელსაც სტუდენტებიც შეუერთდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, თეირანის ოთხ უნივერსიტეტში ასობით სტუდენტმა საპროტესტო აქციები გამართა.

პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც თეირანში მაღაზიების მეპატრონეები გაიფიცნენ, რადგან ირანული რიალი აშშ დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა. პროტესტი მალევე გავრცელდა ირანის სხვა ქალაქებშიც. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს სთხოვა, მოლაპარაკებების ორგანიზება მომიტინგეების ლეგიტიმური მოთხოვნების განსახილველად.

„დღის წესრიგში გვაქვს ფუნდამენტური ქმედებები, რათა მოხდეს მონეტარული და საბანკო სისტემის რეფორმა,  შევინარჩუნოთ ხალხის მსყიდველობითი უნარი“, – წერს მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში.