ირანში უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს
ირანში უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ირანში უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

სააგენტო „ესოშიეთედ პრესის“ ცნობით, ამის შესახებ ირანის სასამართლო სისტემის წარმომადგენელმა განაცხადა. მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ირანის სასამართლო სტრუქტურაში თვითმფრინავის ჩამოგდების გამოსაძიებლად სპეციალური სტრუქტურა შეიქმნება, რომელშიც მოსამართლეები და ათობით ექსპერტი შევლენ.

„ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე. მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს ამ გამოძიებას“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. მან თვითმფრინავის ჩამოგდებას „უპატიებელი შეცდომა“ უწოდა და პასუხისმგებელი პირების დასჯის პირობა დადო.

ირანის სასამართლო სისტემის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი ადამიანია დაკავებული, თუმცა აღნიშნა, რომ გამოძიება ჯერ საწყის ეტაპზეა.

დატოვე კომენტარი