ირანში სტუდენტები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ
ირანში სტუდენტები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ

ირანში სტუდენტები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მეორე დღეა, საპროტესტო აქციას მართავენ. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მსვლელობა გაიმართა შარიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსში. ასევე, აქცია გაიმართა რამდენიმე სხვა უნივერსიტეტშიც.

მსვლელობის დროს ხალხი სკანდირებდა: „სიკვდილი დიქტატორს“, „სიკვდილი აიათოლა ალი ხამენეის“ და სხვა ანტისამთავრობო ლოზუნგებს.

ამასთან, მედიის ცნობით, რამდენიმე უნივერსიტეტში სტუდენტები ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად და დაპატიმრებული სტუდენტების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.