ირანში შიიტი მუსლიმი სასულიერო პირი აიათოლა აბასალი სოლეიმანი მოკლეს
ირანში შიიტი მუსლიმი სასულიერო პირი აიათოლა აბასალი სოლეიმანი მოკლეს

ირანში შიიტი მუსლიმი სასულიერო პირი, აიათოლა აბასალი სოლეიმანი მოკლეს. მას ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე მაზანდარანის პროვინციაში გაუხსნეს ცეცხლი.

სოლეიმანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. თავდამსხმელი ბანკის დაცვის სამსახურის წევრია, მოტივი უცნობია. ის პოლიციამ დააკავა.

88 წლის სასულიერო პირი ექსპერტთა გავლენიანი ასამბლეის წევრი იყო, ასამბლეის, რომელიც ქვეყნის სულიერ ლიდერს ირჩევს. ის 17 წლის განმავლობაში აიათოლა ალი ხამენეის პირადი წარმომადგენელიც იყო, ვიდრე 2019 წელს ამ თანამდებობას დატოვებდა.