ირანში საუდის არაბეთში თავდასხმას უარყოფენ, მაგრამ ამბობენ, რომ ომისთვის მზად არიან
ირანში საუდის არაბეთში თავდასხმას უარყოფენ, მაგრამ ამბობენ, რომ ომისთვის მზად არიან

ირანი საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმას უარყოფს.

როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბას მუსავიმ განაცხადა, „აშშ თეირანზე ზეწოლას მაქსიმალურად ზრდის და ეს პოლიტიკა სულ უფრო მეტად ემსგავსება მაქსიმალურ ტყუილს“.

ამასთან ირანის სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ ყველა ამერიკული ბაზები და ავიამზიდი, რომელიც ირანიდან ორი ათასი კილომეტრის რადიუსში მდებარეობს, ირანული რაკეტების მოქმედების არეალში ხვდება. ამირ ალი ხაჯიზადეს თქმით, „თეირანი მზადაა ომისთვის, თუმცა არც აშშ-ს და არც ირანს ეს არ სურთ“.

13 სექტემბერს ღამით საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის რამდენიმე საწარმოს თავს დაესხნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე იემენში მებრძოლმა ჰუსიტებმა აიღეს. კერძოდ, თავდასხმის სამიზნე იყო ქალაქ აბკაიკთან მდებარე უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი. აღნიშნულ ქალაქში უამრავი უცხოელი სპეციალისტი ცხოვრობს.

კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა ჰურაისში მდებარე ნავთობის საბადოზე. თავდასხმების შემდეგ ადგილზე ხანძარი გაჩნდა, რომლის ლოკალიზებაც მოხერხდა.