ირანში სასულიერო პირი მოკლეს
ირანში სასულიერო პირი მოკლეს

ირანში სასულიერო პირი მოკლეს. შემთხვევა ფარსის პროვინციაში მოხდა.

ირანული მედიის ინფორმაციით, რელიგიური ცერემონიის დასრულებისას, კაზერუნის ოლქის პარასკევის ლოცვის ლიდერს, მოჰამად ხორსანდს უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და ტელეფონით ფოტოს გადაღება სთხოვა. თავდამსხმელმა მოულოდნელად სასულიერო პირს დანით  ჭრილობები მიაყენა და გაიქცა. დაშავებული მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თავდასხმის დროს სასულიერო პირი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა, თუმცა მოტივი ამ დრომდე უცნობია.

ირანული მედია წერს, რომ გასულ თვეში ჰამადანის პროვინციაში თეოლოგებს მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაესხა თავს.