ირანში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის სახლ-მუზეუმს ცეცხლი წაუკიდეს
ირანში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის სახლ-მუზეუმს ცეცხლი წაუკიდეს

ირანში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა ხომეინის სახლ-მუზეუმს ცეცხლი წაუკიდეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოკადრებიც, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ამ ფაქტს უარყოფს.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ სახლში დაიბადა აიათოლა ხომეინი, მოგვიანებით კი, შენობა მუზეუმად გადაკეთდა.

ხომეინი ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის ლიდერი იყო, რომელმაც მოგვიანებით თეოკრატიული სახელმწიფო ჩამოაყალიბა და თავად ქვეყნის სულიერი ლიდერი გახდა.

პარალელურად, აქცია გაიმართა ქალაქ ზაჰედანში, სადაც მონაწილეები სკანდირებდნენ „სიკვდილი ხამენეი​ს“, რომელშიც ამჟამინდელი სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოიაზრება.