ირანში საპროტესტო აქციის დარბევას აშშ აკრიტიკებს
ირანში საპროტესტო აქციის დარბევას აშშ აკრიტიკებს

თეირანში, ისპაჰანსა და ქერმანშახში გამართული ანტისახელისუფლო საპროტესტო აქციების დარბევას თეთრი სახლი მწვავედ აკრიტიკებს. ვაშინგტონის პოზიციაა, ირანის მთავრობამ პატივის სცეს მოქალაქეების აზრს და გამოხატვის თავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო რეაგირებას მოახდენს.

მთავრობის წინააღმდეგ აქციები ირანის დედაქალაქსა და სხვა რამდენიმე ქალაქში მესამე დღეა, იმართება. ასობით დემონსტრანტი მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს და პრეზიდენტ ჰასან როჰანის გადადგომას ითხოვს. პოლიციამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაარბია. ათობით აქტივისტი დაკავებულია.

2009 წელს პრეზიდენტ აჰმადინეჯადის წინააღმდეგ გამართული აქციების შემდეგ, მსგავსი ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო დემონსტრაცია ირანში არ გამართულა.

დატოვე კომენტარი