ირანში სამხედრო აღლუმზე ტერაქტს სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა
ირანში სამხედრო აღლუმზე ტერაქტს სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა

ირანში სამხედრო აღლუმზე მომხდარ ტერაქტს სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო Tasnim-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორისაა ადგილობრივი ჟურნალისტი, რომელიც სამხედრო აღლუმს აშუქებდა.

ირანში ტერაქტი ქალაქ აჰვაზში მოხდა. რამდენიმე უცნობმა შეიარაღებულმა პირმა სამხედრო აღლუმის მსვლელობის დროს ცეცხლი გახსნა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ირანის ხელისუფლება ტერაქტში რადიკალური ისლამური მიმდინარეობა „ტაკფირიზმის“ წარმომადგენლების კვალზე მიუთითებს.

ირანის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ თეირანში დღეს სამხედრო აღლუმები 1980-1988 წლებში მიმდინარე ირან-ერაყის ომის დაწყებასთან დაკავშირებით იმართება.