ირანში სამი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც „ინსტაგრამის“ საშუალებით ბავშვებს ყიდდნენ
ირანში სამი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც „ინსტაგრამის“ საშუალებით ბავშვებს ყიდდნენ

ირანში სამი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც „ინსტაგრამის“ საშუალებით ბავშვებს ყიდდნენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

თეირანის პოლიციის უფროსის, ჰოსეინ რაჰიმის განცხადებით, ეჭვმიტანილების დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც ორი ბავშვის გაყიდვას ცდილობდნენ. ერთი ბავშვი 20 დღის იყო, მეორე კი, ორი თვის.

როგორც „ბიბისი“ წერს, ეჭვმიტანილებმა ბავშვები ერთხელ უკვე გაყიდეს 500 დოლარად და ახლა ადგილი ჰქონდა ახალშობილთა ხელმეორედ, 2 000 დოლარად გაყიდვის ფაქტს. ერთ-ერთმა დაკავებულმა თქვა, რომ ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან მოჰყავდა და იმ ოჯახებს გადასცემდა, რომლებსაც მათთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა შეეძლოთ.

თეირანის პოლიციამ სოციალურ სივრცეში ბავშვთა ტრეფიკინგის დახმარებისთვის ათი ვებგვერდი აღმოაჩინა.