ირანში პილიგრიმებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს
ირანში პილიგრიმებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს

ირანში პილიგრიმებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს. როგორც თეირანში აცხადებენ, დაპატიმრებულია 15 ადამიანი. ისინი თავდასხმების მოწყობას ერაყის ტერიტორიაზე გეგმავდნენ.

ირანის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, სამი ტერორისტული დაჯგუფების სამიზნეები შიიტი მორწმუნეები იყვნენ, რომლებიც ერაყში ყოველწლიურ რიტუალზე დასასწრებად ჩადიან.

„დაკავებულები აღიარებენ, რომ ისინი თავის აფეთქებას გეგმავდნენ, რათა პილიგრიმები მოეკლათ“ – განაცხადეს თეირანში.

ირანის სპეცსამსახურების ცნობით, თავდასხმა ოქტომბრის ბოლოს იყო დაგეგმილი.