ირანში ორ ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. ირანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთით, ჰორმოზგანის პროვინციაში რიხტერის შკალით 6.4 და 6.3 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პროვინციის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ სტიქიას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 27 კი დაშავდა.
ძლიერმა მიწისძვრებმა პროვინციაში სატელეფონო და ინტერნეტის კავშირის შეფერხება გამოიწვია.
ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირსა და სამინისტროებს უბრძანა, რაც შეიძლება მალე ჩაატარონ სამაშველო ოპერაციები და შეისწავლონ სიტუაცია მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში.
მიწისქვეშა ბიძგები ასევე იგრძნობოდა ბუშერის, ქერმანისა და ფარსის პროვინციებში.