ირანში ნარკოპოლიტიკის კანონში ცვლილებების შემდეგ, ათასობით მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქდება
ირანში ნარკოპოლიტიკის კანონში ცვლილებების შემდეგ, ათასობით მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქდება

ირანში, ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონში ცვლილებების შემდეგ, ათასობით მსჯავრდებულს, რომლებსაც სიკვდილით დასჯის განაჩენი აქვთ გამოტანილი, სასჯელი შეუმსუბუქდებათ.

ნარკოდანაშაულის ზოგიერთ ფორმაზე სასჯელის უმაღლესი ფორმა უქმდება. სწორედ ამის გამო, სასამართლო სისტემის ხელმძღვანელის თქმით, მსჯავრდებულების საქმეები გადაიხედება.

კანონი ძალაში რეტროსპექტულად შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ 5000-მდე პატიმარი, შესაძლოა, სასჯელს გადაურჩეს.

ირანში ყოველწლიურად ასობით ადამიანს სჯიან სიკვდილით. მათი უმეტესობის ბრალდება ნარკოტიკებთან არის დაკავშირებული.

აგვისტოში ირანის პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი, რომლითაც უმაღლესი სასჯელისთვის შესაბამისი ნარკოტიკული საშუალებების ფლობის რაოდენობა გაიზარდა. მაგალითად, ძველი კანონით, 30 გრამი კოკაინის აღმოჩენის შემთხვევაში, პირს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.

ახალი რეგულაციით კი ეს რაოდენობა 2 კგ-მდე გაიზარდა, ოპიუმისა და მარიხუანას შემთხვევაში კი – 50 კგ-მდე.