ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 800-ზე მეტი დაშავდა
ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 800-ზე მეტი დაშავდა

სამი ადამიანი დაიღუპა და 800-ზე მეტი დაშავდა ირანის ჩრდილო-დასავლეთით მომხდარი მიწისძვრის შედეგად. გავრცელებული ცნობით, 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის სტიქიის ეპიცენტრი დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, ხოის დასახლებასთან დაფიქსირდა.

დაშავებულთაგან 30 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, 34 – ადგილობრივ ამბულატორიებში.

სტიქიამ 70 სოფელს მიაყენა ზიანი.