ირანში მიწისძვრისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ირანში მიწისძვრისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ირანში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის შედეგად, ქვეყნის დასავლეთით, ქურთებით დასახლებულ ქერმანშაჰის პროვინციაში 8 ადამიანი დაშავდა. ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ირანული მედიის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი მიწისქვეშ, 8 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ნოემბერში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებმა ირანში 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინ სტიქიას, მრავალი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.