ირანში მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა
ირანში მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა

ირანში მომხდარი 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 22 კი, დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრა ქვეყნის ჩრდილოეთით მოხდა და მას რამდენიმე ძლიერი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. დაზიანდა შენობები. შეშინებულმა მოსახლეობამ ღამე ქუჩაში გაათენა. „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მათ მთავრობამ სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 103 135 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 6486 ადამაინი.

დატოვე კომენტარი