ირანში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 500-ზე მეტი ადამიანი
ირანში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ექვსი და დაშავდა 500-ზე მეტი ადამიანი

ირანში ძლიერი მიწისძვრის დროს 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დაღუპულია ექვსი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, დაშავებულებიდან 50-მდე პირის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. დანარჩენ დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარეს, რის შემდეგაც სამედიცინო ცენტრებიდან გაწერეს.

5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 9 ნოემბერს ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოხდა. ძლიერი რყევები ეპიცენტრი ქალაქ თავრიზიდან 156 კილომეტრში, 62 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისძვრის დროს რამდენიმე დასახლებაში შენობები ჩამოინგრა.